მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღება დაიწყო

5 აპრილიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღება დაიწყო.
თუ ხარ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია, გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე 5 000 ლარამდე დაფინანსება.
ახალგაზრდული პროექტის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშესწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის უფლება, წელიწადში ერთხელ, აქვთ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების თვითმართველობებს.
პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფის წევრების მინიმალური ოდენობა, სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდით.
პროგრამის მიზანია, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიმუშავონ 14 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/ დროებით მცხოვრები ) ორიენტირებული პროექტები.
დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას.
კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი თემატიკის პროექტები:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
გენდერული თანასწორობის მიღწევა;
მრეწველობა და ინოვაცია;
ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა;
ფოტო-მედია ხელოვნება;
ტურიზმის ხელშეწყობა;
დედამიწის ეკოსისტემის დაცა;
ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა – ახალგაზრდებისთვის;
მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბება.
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
განცხადება მერის სახელზე ;
საინიციატივო/საპროექტო განაცხადი, ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტის ფორმა (დანართის შესაბამისად );
სხვა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს ინიციატივის დაფინანსების საჭიროებას (არსებობის შემთხვევაში );
განმცხადებლის ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი/საიდენტიფიკაციო კოდი;
განმცხადებელი ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები.
მერიაში წარმოდგენილი ინიციატივის/პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განხორციელდეს არანაკლებ 1 000 და არაუმეტეს 5 000 ლარით, ერთჯერადად.
სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თვითმართველობების შემთხვევაში, მერიაში წარმოდგენილი ინიციატივის/ პროექტის დაფინანსება უნდა განხორციელდეს 1 000 ლარით;
წლის განმავლობაში, 5 პროექტი დაფინანსდება.
არასამეწარემო ( არაკომერციული ) იურიდიული პირებისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თვითმართველობებისთვის ( სკოლის დირექციის მეშვეობით ), განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა -1 მაისი.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება ) პროგრამაში მონაწილეობისათვის, განაცხადები მიიღება როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში – მატერიალური ფორმით, ასევე მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე:
მისამართი: ილია ჭავჭავაძის ქუჩა № 103;
ელ. ფოსტა – senakismeria@gmail.com
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის დაფინანება /თანადაფინანსების პროგრამის განხორციელებისთვის შექმნილი კომისია, წარმოდგენილ საპროექტო განცხადებს შეისწავლის ერთი თვის ვადაში და 1 ივნისს გამოავლენს გამარჯვებულს.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების მონაწილეობის შემთხევაში, პროგრამის განხორციელების პერიოდი განისაზღვრება 2024 წლის 20 დეკემბერის ჩათვლით.
სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თვითმართველობებისთვის (სკოლის დირექციის მეშვეობით) პროგრამის განხორციელების ბოლო ვადაა – 2024 წლის 30 სექტემბერი.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content