სპორტის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ჩვენს ქალაქში, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტის გულშემატკივარებს!
ჩვენი ფალავნების, კალათბურთელების, მორაგბეების, ფეხბურთელების, მოჭადრაკების მიერ წლების მანძილზე მოპოვებული წარმატებები, არა მარტო მშობლიური სენაკის, სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.
დიდ წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის სადიდებლად!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი