მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში ბოშათა დღე აღინიშნა

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, გენო ადამიას სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ღონისძიება გაიმართა.
პირველ საჯარო სკოლაში სამი ბოშა სწავლობს.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აქტივობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის – ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ , ფარგლებში ჩატარდა.
პროგრამის კოორდინატორია – პირველი საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, ელისო შურღაია.
პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, ხელგარჯილობის და კითხვის კლუბები ფუნქციონირებენ, რომელთაც პედაგოგი – მამუკა კუჭავა და მსახიობი – ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობენ.
თემატურ საღამოზე შესრულდა ბოშური ცეკვები, სიმღერები; ასევე ჩატარდა ვიქტორინა – ,,ვინ იცის ბოშური ენა?’’, გაიმართა პრეზენტაციები – ცნობილ ბოშებზე, ეთნიკური ჯგუფის ისტორიასა და ადათ-წესებზე.
ღონისძიების დასასრულს, პედაგოგები და მოსწავლეები, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content