ეს ახალგაზრდა, წარმატებული სენაკელი – ლიზი თათარიშვილია.
ლიზი, სენაკის კერძო სკოლა ,,მარიოტას” მეათე კლასის წარჩინებული მოსწავლეა.
მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა გოგონამ, ლიზი თათარიშვილმა მონაწილეობა მიიღო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლით პროგრამაში და გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 20 ახალგაზრდასთან ერთად, ლიზი, აშშ-ში ისწავლის.
მინდა, თითოეულ მონაწილეს ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ცოდნით და მოტივაციით არაერთხელ ასახელებს მშობლიურ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და იზრუნებს მის უკეთეს მომავალზე.
ლიზი თათარიშვილს, წარმატებებს, წინსვლას და არაერთი გამარჯვების მოპოვებას ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი