სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ოთარ ცოტნიაშვილს, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს, ჯემალ ბოცვაძეს, გლობალური პროექტის – Connective Cities მრჩეველს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის წარმომადგენელს, (GIZ), ქეთევან პაპიაშვილს, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, გლობალური პროექტის – Connective Cities სტაჟიორს, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის წარმომადგენელს (GIZ), ანა ჩუბინიძეს და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას” თავმჯდომარეს, Connective Cities ქსელის წევრს, თამარ მალანიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს განახლებადი ენერგიის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები; ისაუბრეს ორ მუნიციპალიტეტს შორის გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობაზე.
Connective Cities პროგრამა, რომელშიც სენაკის მუნიციპალიტეტია ჩართული, დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს (BMZ) მიერ და მსოფლიო მასშტაბით, 5 რეგიონში ხორციელდება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, პროგრამა 10 ქვეყანას აერთიანებს.
ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი სწავლების მეშვეობით, მუნიციპალური ექსპერტები ამუშავებენ მდგრადი ქალაქების პროექტებს, რომელიც, ამავდროულად, შესაბამისობაში მოდის გაეროს 2023-ის დღის წესრიგთან.
საინფორმაციო შეხვედრა, მერიის სხდომათა დარბაზში, მერების შეთანხმების სამუშაო ჯგუფთან ერთად გაგრძელდა, სადაც პრეზენტაცია – ,,მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელება კლიმატის ცვლილების ადაპტაციის და მოტივაციის გზით’’ – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ წარმოადგინა.