სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დღეიდან დაიწყო და 15 მაისამდე გაგრძელდება.
კენჭისყრის ეტაპზე გადასულია 4 საპროექტო წინადადება, მათგან გაიმარჯვებს ის 2 პროექტი, რომელსაც თქვენ აირჩევთ.
ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი 1 საპროექტო წინადადება და მას მხარი დაუჭიროთ: https://bit.ly/3W4rFDP
რომელი საპროექტო წინადადების განხორციელება გსურთ სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან? გაეცანით კენჭისყრის ეტაპზე გადასულ საპროექტო წინადადებებს:
ქ. სენაკში, ჭავჭავაძის 35, 37, 39- ის მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების მიმდებარედ – ფანჩატურისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა;
ქ. სენაკში, ი. სანაიას ქ. N42-ის მიმდებარედ, მუნიციპალურ სკვერში (ს. კ. 44.01.24.568), დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციების მოწყობა კაუჩუკის საფარით;
ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. NN 190-200-ის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული მუნიციპალური სკვერის რეაბილიტაცია და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა;
ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (საქართველოს ბანკის გვერდით) არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
ხმის მიცემის პრინციპი: ხმის მიცემა შეუძლია სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს -როგორც ონლაინ პლატფორმაზე, ასევე წერილობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში (ჭავჭავაძის 103) მომართვით.
ერთ მოქალაქეს აქვს 1 პროექტზე ხმის მიცემის უფლება.
ველით თქვენს აქტიურობას ხმის მიცემის პროცესში.
გამარჯვებული პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება.
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
#ჩვენუკეთესისენაკისთვის 🤝
#ერთადგანვაახლოთ ✊