მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

2024 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 2 199 400 ლარია, რაც გასულ წელთან შედარებით, 210 400 ლარით მეტია.

2024 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით, სამი თვის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის 17 პროგრამით, 462 655 ლარის ფარგლებში, დახმარება 1 572 მოქალაქეს გაეწია.

ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 95 321 ლარის ფარგლებში, 274-მა მოქალაქემ ისარგებლა;

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, 28 384 ლარის ფარგლებში – 343-მა მოქალაქემ;

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობს 200 ბენეფიციარი. პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 83 389 ლარი;

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების ქვეპროგრამით, 85 მრავალშვილიან ოჯახს, 54 050 ლარის ფარგლებში, გაეწია ყოველთვიური დახმარება;

ბავშვზე ზრუნვის პროგრამით დახმარება გაეწია დედ-მამით ობოლ და იშვიათი დაავადების მქონე 13 მოზარდს;
აღნიშნული პროგრამით განხორციელდა 5 სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა. ფაქტიური ხარჯი – 5 857 ლარი;

სარიტუალო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, დახმარება გაეწია დევნილთა და ვეტერანთა 8 ოჯახს. ფაქტიური ხარჯი – 2 400 ლარი;

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოთერაპიული კურსით, 31 მოზარდი სარგებლობს. პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 21 700 ლარი;

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 7 მოქალაქეს, 23 000 ლარის ფარგლებში, გაეწია ფინანსური დახმარება;

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამის ფარგლებში – ფინანსური მხარდაჭერა გაეწია 17 უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირს, რეინტეგრირებული მოზარდის ბიოლოგიურ ოჯახს. ფაქტიური ხარჯი – 10 000 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 19 000 ლარის ფარგლებში, დახმარება 190 ბენეფიციარს გაეწია;

სოციალური ღონისძიების პროგრამით ოთხმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფაქტიური ხარჯი – 1 200 ლარი;

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამით სარგებლობს 31 ბენეფიციარი. პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 18 000 ლარი;

დღის ცენტრის – „ლაზარე 2015“ – თანადაფინასების პროგრამით 15 ბენეფიციარი სარგებლობს. ფაქტიური ხარჯი – 2 500 ლარი;

პროექტის – „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“ ფარგლებში, მომსახურება გაეწია 25 ხანდაზმულ მოქალაქეს. პროგრამის ფაქტიური ხარჯი – 22 300 ლარი.

#ერთმანეთისთვის

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content