მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეების წარმატებები

დღეს, ჩვენი მუნიციპალიტეტის დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეების წარმატებებზე მოგითხრობთ:

სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლე, ლიკა კორსავა – პედაგოგი, შორენა ზვიადაძე, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი”, პირველი პრემიის მფლობელი და ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი გახდა.

წარმატებულ სენაკელ გოგონას არაერთი მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავები“ – III პრემიის მფლობელი და ეროვნული კონკურსის ლაურეატი, ბახის სახელობის მე-7 ეროვნული კონკურსის II პრემიის მფლობელი, ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXX საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ბავშვთა და მოზარდთა XV რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ II ადგილის მფლობელი და ფესტივალის ლაურეატი, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი.

ლიკა, თურქეთის ქალაქ სიდეში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში მიიღებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლიკას მოპოვებულ გამარჯვებებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და საორკესტრო (ფლეიტა) განყოფილებების მოსწავლემ, ხალხური საკრავების ჯგუფის ,,მორდუსა” და გოგონათა ვოკალური ანსამბლის წევრმა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის სოლისტმა, ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების კურსამთავრებულმა, ლენა სებისკვერაძემ – პედაგოგები: რუსუდან მილიუტინი, თენგიზ გვენეტაძე, ლალი გოგია, გრიალა სამინავა, გულნაზ ქაჯაია; კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე – ,,მომავლის ვარსკვლავები“ – პირველი პრემია მოიპოვა და ლაურეატის წოდება მიენიჭა.

ლენა სებისკვერაძე ასევე არის: ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსის ლაურეატი და პირველი პრემიის მფლობელი, კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ლაურეატი, ქართული სიმღერების VI კონკურს-ფესტივალის – ,,სხვა საქართველო სად არის” მესამე ადგილის მფლობელი, კლასიკური მუსიკის XV ეროვნული კონკურსის – ,,მომავლის ვარსკვლავები” ლაურეატი, ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალის მეორე ადგილის მფლობელი.

🎶სამუსიკო სკოლის საესტრადო (ვოკალი) და საფორტეპიანო განყოფილებების მოსწავლე, ნიკოლოზ გრიგოლია – პედაგოგები: ლეილა მიქაბაძე და დარეჯან ფაჩულია; ქართული სიმღერის I ეროვნული კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და ლაურეატი გახდა.

ნიკოლოზი არაერთი რესპუბლიკური, რეგიონული და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატია.

🎶სამუსიკო სკოლის საესტრადო (ვოკალი) და საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილებების მოსწავლე, გოგონათა ვოკალური ანსამბლის წევრი და ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის სოლისტი, ანა მახარაშვილი – პედაგოგები: გრიალა სამინავა, ნათია შურღულაია და გულნაზ ქაჯაია; კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავები“ ლაურეატი გახდა.

ანა ასევე არის: ქართული სიმღერების VII კონკურს-ფესტივალის – ,,სხვა საქართველო სად არის” ნომინაციაში – ,,სოლო სიმღერა” პირველი ადგილის მფლობელი, მე-15, მე-16 ეროვნული კონკურსებისა და VI საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის ლაურეატი, ,,ART კოლხის” და ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალების პირველი ადგილის მფლობელი.

სამუსიკო სკოლის საესტრადო (ვოკალი), საორკესტრო (ვიოლინო) და საფორტეპიანო განყოფილებების მოსწავლემ, მარიამ გარუჩავამ, პედაგოგები: ლეილა მიქაბაძე, შორენა ზვიადაძე, მანანა ზარქუა; ქართული სიმღერის I ეროვნული კონკურსის II პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.

მარიამი ასევე არის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალების ლაურეატი.

სამუსიკო სკოლის საორკესტროს (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლეს, ანასტასია ჩარკვიანს, პედაგოგი: შორენა ზვიადაძე, კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნულ კონკურს-ფესტივალზე – ,,მომავლის ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება მიენიჭა.

ანასტასია არის: ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი” პირველი პრემიის მფლობელი, კონკურს-ფესტივალების არაერთგზის ლაურეატი.
ხელოვნების ცენტრის პროექტის – ,,ხელოვნების საკვირაო სკოლა” მოსწავლეს მუსიკის (ვოკალი) მიმართულებით, ლიზი კილასონიას, პედაგოგი: ლეილა მიქაბაძე, ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსის პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა.

სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე, ნინია გულუა, პედაგოგი: დარეჯან შეროზია, ქართული კლასიკური მუსიკის VIII ეროვნული კონკურსის მესამე პრემიის მფლობელი გახდა.

სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლეებმა: ელენე ლომაიამ და დანიელ ხუნწარიამ, პედაგოგი: ნათია შურღულაია, ქართული კლასიკური მუსიკის VIII ეროვნული კონკურსის მესამე პრემია მოიპოვეს.

ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლე, ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების კურსდამთავრებული, ევა კერძაიას 10 ნახატი წარდგენილია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე.

ევა არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით – ,,მომავლის ვარსკვლავების” ლაურეატ-პრიზიორი და კონკურს-ფესტივალის მედლის მფლობელი.

ხელოვნების ცენტრის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, კიდევ ერთხელ ვულოცავთ მოპოვებულ გამარჯვებებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content