მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა პროგრამის – ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) – ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში გამართულ „ფინანსური და საინვესტიციო მზაობის აკადემიის“ სემინარზე.
სენაკის მუნიციპალიტეტი, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტს შორის, პროგრამაში – „ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვის მზაობის აკადემია“ – მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროკავშირის, განვითარების პროგრამისა და პროექტში შერჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, M4EG, ფარგლებში, მიზნობრივ სწავლებასა და დახმარებას სთავაზობენ შერჩეულ მუნიციპალიტეტებს მათი ფინანსური მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, მუნიციპალიტეტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას დაფინანსების არსებულ შესაძლებლობებზე, მოამზადებენ კონკურენტულ საპროექტო იდეებსა და საინვესტიციო წინადადებებს, ასევე შეძლებენ თანხვედრაში მოიყვანონ მათ ხელთ არსებული ფინანსური და საინვესტიციო მექანიზმები.
ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, დინამიური, გონივრული და წარმატებული ადგილობრივი განვითარება უდიდეს როლს ასრულებს. ამ მხრივ, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება მუნიციპალიტეტების მზაობას სრულყოფილად გამოიყენონ დაფინანსების შესაძლებლობები და ევროკავშირში არსებული ფინანსური და საინვესტიციო ინსტრუმენტები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content