გაზეთ ,,კოლხეთის“ დაარსების 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, ნინო სართანიას, ცენტრის დირექტორის მოადგილეს, გაზეთის რედაქტორს, მედეა ბაღათურიას, კორესპონდენტებს: მაია გერგაიას, გიორგი გარუჩავას, ბუღალტერს, რედაქციის უხუცეს წევრს, ჟულიეტა ჩაჩიბაიას შეხვდნენ.
რედაქციის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
,,გილოცავთ, კოლხეთელებო. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ.
საამაყოა და სასიხარულო, რომ გაზეთის რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში ასევე ფეხი აიდგა სენაკის არაერთმა ღირსეულმა შვილმა.
მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით და შევეცდები თქვენი საქმიანობის ღირსეულად დაფასებას“ – აღნიშნა რედაქციაში სტუმრობისას მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.