სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 225 ბენეფიციარს, ტრადიციულად, სააღდგომო ნობათები გადასცა.
სადღესასწაულო კალათა 10 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 11 000 ლარამდეა.
ცენტრის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ და მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის დირექტორმა, ლევან ტყებუჩავამ გადასცეს.