მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად და ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ.