18 მაისს, 10 : 00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ზანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები.
პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, 10: 00 საათიდან, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური კვლევები, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ჩაუტარდება.
სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.