მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

დღეს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ყველა ქალაქში გამართულ ლოცვით მსვლელობას და პარაკლისს, სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
სადღესასწაულო წირვას, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლად ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლოცვით მსვლელობას, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური აიპების და შპს-ების, ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, სიმბოლურად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტთან, ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
სასულიერო პირებმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2024
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content