დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სხდომა ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
სხდომას, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის სამსახურების უფროსები და მუნიციპალური ა(ა)იპების დირექტორები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო 26 მაისს დაგეგმილ აქტივობებს, მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, განხორციელებული, მიმდინარე და ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, გამოცხადებული ტენდერების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ვახტანგ გადელიამ, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მშობლიური ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, წარმატებები უსურვა.
ასევე აღნიშნა, რომ სენაკი დამოუკიდებლობის დღეს სპორტული, კულტურული, შემეცნებითი, სანახაობრივად დატვირთული აქტივობებით შეხვდება.
მუნიციპალიტეტი ასევე უმასპინძლებს ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უკვე მე-11 წელია ტარდება და იგი, საქართველოს მასშტაბით, ნორჩი მუსიკოსების გამოვლენას და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას ემსახურება.