,,გაიგე რა გაკეთდა შენს ქალაქში’’ – ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა:
საოდიშარიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო 1 186 გრძ.მ-ზე, ღირებულებით – 366 895 ლარი;
საკილასონიოს უბანში, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა – 3 660 გრძ.მ-ზე. პროექტის ღირებულებამ 691 211 ლარი შეადგინა;
საბესელიოს უბანში, საავტომობილო გზა რეაბილიტირდა 2 446 გრძ.მ-ზე, ღირებულებით – 784 431 ლარი;
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნულ ლოკაციებზე, წლების მანძილზე მოშლილი საავტომობილო გზების მოწესრიგების შედეგად, მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა.