,,სენაკი არტ-ფესტივალი 2024’’, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით უკვე მეთერთმეტედ იმართება, მსოფლიოში ცნობილი ვირტუოზი პიანისტის, პაბლო გალდოს მასტერკლასით გაიხსნა.
მასტერკლასი ფორტეპიანოში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით მოქმედი სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გამორჩეული ნიჭის მქონე მოზარდების მოსმენა-გამოვლენა.
არტ-ფესტის ფარგლებში, დაგეგმილია სუხიშვილების პატარა თაობის და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის, თამარ გვერწითელის კონცერტები.
ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი.