სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ეპარქიის სასულიერო პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებან ერთად, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულთა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა კურსდამთავრებულებს სასკოლო ეტაპის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე წელს, ბოლო ზარი, საჯარო და კერძო სკოლებში, 350-მდე კურსდამთავრებულისთვის დაირეკა.