დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილთა მირონლუკიიდან ბარში გადაბრძანების და 13 ასურელ მამათაგან გამორჩეული წმინდანის, ღირსი შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
წირვას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია ესწრებოდნენ.
წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნიკოლოზობისა და შიოობის დღესასწაულები მიულოცა.