ბაქოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჩვენმა წარმატებულმა სენაკელმა ფალავანმა, გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
სენაკელმა ფალავანმა, თურქი, უნგრელი, ბულგარელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში, ლიეტუველ სავიცკასს სძლია და საქართველოს ნაკრებს, ტურნირზე, მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
გილოცავთ!
ჩვენს საამაყო ფალავანს, გიორგი ჩხიკვაძეს, ვულოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.