ნიშანდობლივია, რომ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ძირძველი კუთხის დღესასწაულს ,, აფხაზეთობას’’ აღვნიშნავთ.
დღევანდელი დღე ხაზგასმაა ჩვენი ერთიანობისა, იგი გვეკუთვნის ყველას – აფხაზებს, ქართველებს , საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ის სიმბოლოა ჩვენი დროებით შეჩერებული სისხლხორცეული კავშირის მომავალი გარდაუვალი აღდგენისა, რაშიც თითოეულ ჩვენგანს უმნიშვნელოვანესი მისია გვაკისრია.
ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთიანია ჩვენი შვილების მომავალი და იგი ჩვენი ქვეყნის მომავალ გაერთიანებასა და განვითარებაზე გადის.
ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!