2024 წლის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას კიდევ ერთი პროექტი შეემატა – შხეფის უბანში ასფალტირების სამუშაოები დასრულებულია.
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტი, ღირებულებით – 361 282 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა. პრობლემა, სენაკის მერთან, ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაისვა და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა.