სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ,,სუხიშვილების” პატარა თაობის კონცერტი გაიმართა
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართველი პიანისტის და ფოტოგრაფის, გელა მეგრელიძის ფოტოგამოფენა და მუსიკოს, კატო გიორგაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხვალ, 19:00 საათზე, სენაკის თეატრში, ქართველი შემსრულებლის, თემურ თათარაშვილის კონცერტი გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით მოქმედი სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გამორჩეული ნიჭის მქონე მოზარდების მოსმენა-გამოვლენა.
სენაკის მუსიკალური ფესტივალი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით, მეთერთმეტედ იმართება.
დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია – პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი.