მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა

სენაკის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა – ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა.
საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება.
წლების მანძილზე, მდინარე რიონის ადიდებამ სენაკის მუნიციპალიტეტში არაერთხელ შექმნა პრობლემები. ბორნით სარგებლობა შეუძლებელი გახადა და გარესამყაროს, სოფელ სირიაჩქონში მცხოვრები ოჯახები მოწყვიტა.
უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ასევე აზიანებდა საკარმიდამო ნაკვეთებს; გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა კი – მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
პრობლემების აღმოსაფხვრელად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა:
ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი;
მოეწყო გარე განათების თანამედროვე სისტემა;
ტურისტული სივრცის მოწყობის კუთხით – საპიკნიკე და საკემპინგე ლოკაციები.
პროექტების განხორციელება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.
დღეიდან, განახლებული ინფრასტრუქტურით, სენაკის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2024
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content