შეხვედრა მონატრებულ მსმენელთან და რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები – ამ წუთებში, სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი ქართველი შემსრულებლის, თემურ თათარაშვილის კონცერტი მიმდინარეობს.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა ჩაატარა მასტერკლასი ფორტეპიანოში.
29 მაისს, 19:00 საათზე, ,,სენაკი არტ-ფესტი 2024’’, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გალაკონცერტით საზეიმოდ დაიხურება.