მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის არტ-ფესტი საზეიმოდ დაიხურა

29 მაისს, ,,სენაკის მუსიკალური ფესტივალი 2024,” აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გალაკონცერტით საზეიმოდ დაიხურა.
ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოების და ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს ,,სენაკი არტ-ფესტის“ დამაარსებელი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი და ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რუსუდან მილიუტინი უძღვებოდნენ.
გალაკონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამუსიკო და სახელოვნებო სექტორების, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ, ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მასშტაბით – ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ხონის, სუფსის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, წითელხევის, საჩხერეს, ბაღდადის, გომის, სამტრედიას, ტყიბულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ვანის, ლანჩხუთის, ხელვაჩაურის, ტოლების, კულაშის, ჩოხატაურის, ხობის, აბაშის, ოზურგეთის, დიდი ჯიხაიშის, მარტვილის, წყალტუბოს, ონისა და სენაკის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 2 500 -ზე მეტ მოსწავლეს მოუსმინა, რომელთაგან, ლაურეატის წოდება 41 შემსრულებელსა და შემოქმედებით ჯგუფს მიენიჭა, მათ შორისაა, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდი, გოგონათა ვოკალური ანსამბლი, საფორტეპიანო დუეტი- ანასტასია შომახიას და დავით ქურასბედიანის შემადგენლობით, ხალხურ საკრავთა ჯგუფი ,,მორდუ”, საორკესტრო განყოფილების წარმატებული მოსწავლეები: ლიკა კორსავა და ლენა სებისკვერაძე, საესტრადო განყოფილების წარმატებული მოსწავლეები: ნიკოლოზ გრიგოლია და მარიამ გარუჩავა. სხვა მონაწილენი კი – ხელოვნების აკადემიის საპატიო დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, წარმატებები უსურვეს მუსიკალური ფესტივალის თითოეულ მონაწილეს და მადლიერება გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც 11 წლის მანძილზე თავიანთი წვლილი შეიტანეს ფესტივალის განვითარების ისტორიაში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ფულადი ჯილდო გადასცა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და საორკესტრო (ფლეიტა) განყოფილებების მოსწავლეს, ხალხური საკრავების ჯგუფის ,,მორდუს” და გოგონათა ვოკალური ანსამბლის წევრს, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის სოლისტს, ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების კურსამთავრებულს, სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ლაურეატს, ფესტივალების და კონკურსების არაერთგზის ლაურეტს და საპრიზო ადგილების მფლობელს, ლენა სებისკვერაძეს.
სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ,,სუხიშვილების” პატარა თაობის და ცნობილი ქართველი შემსრულებლის, თემურ თათარაშვილის კონცერტები;
მოეწყო ქართველი პიანისტის და ფოტოგრაფის, გელა მეგრელიძის ფოტოგამოფენა და მუსიკოს, კატო გიორგაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება;
ხელოვნების აკადემიის რექტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებლის, ვალერიან შიუკაშვილისა და მსოფლიოში ცნობილი ვირტუოზი პიანისტის, პაბლო გალდოს მასტერკლასები ფორტეპიანოში.
,,სენაკი არტ-ფესტივალი 2024’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით, წელს, მეთერთმეტედ გაიმართა და ტრადიციულად, სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებულმა გუნდმა, ფესტივალის ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2024
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content