ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პირველ ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართება:
13:00 საათი – ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გაიმართება კონცერტი: ,,ბავშვები – ბავშვებისთვის”;
17:00 საათიდან 19:00 საათამდე – მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო მოაწყობს შემეცნებით სივრცეებს, გასართობ ატრაქციებს;
17:00 საათიდან 19:00 საათამდე – სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, საესტრადო სიმღერების შემსწავლელი ჯგუფის მოსწავლეები შოუ-კონცერტას გამართავენ; პატარების განწყობაზე გასართობი ცენტრის – ,,ბიგ დეი” მხიარული ანიმატორები იზრუნებენ, ცენტრი ასევე მოაწყობს საპნის ბუშტების შოუს და ფოტოზონებს.
ერთად ვიზეიმოთ 1 ივნისი #სენაკში