თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს.
ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ თქვენს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფილ საზოგადოებრივ წესრიგსა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ.
მადლობა, ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე ღირსეულად დგომისთვის.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი