9 აპრილი – ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი – ორ მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან კვირას და 1991 წლის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს.
,,მადლობა თავისუფლებისთვის“, ,,მადლობა სამაგალითო ერთობისთვის…“ – 36-ე 9 აპრილის გზავნილმა დღეს სენაკშიც გაიჟღერა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების, სენაკის მუნიციპალიტეტის სტუდენტური პარლამენტისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის სკვერში, მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი” დასი, მაყურებლის წინაშე წარდგა ლიტერატურული კომპოზიციით: ,,9 აპრილის ლექსები – ხეებზე გაკრული ლექსები…“
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მუზეუმში, ქალაქის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკებში, გაიმართა თემატური გამოფენები: ,,9 აპრილი – ერის ტრაგედია”, ,,სამშობლო სიცოცხლეზე მეტია…“