დღეს, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის 2024 წლის სეზონმა – ,,გ” ჯგუფის გუნდებს შორის ფეხბურთში.
ერთმანეთს სენაკის ,,ეგრისი’’ და ბაღდათის ,,საირმე” დაუპირისპირდნენ.
მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სენაკის ,,ეგრისის’’ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.