ამ წუთებში, სენაკში, შხეფის უბანში, ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ადგილზე ეცნობა და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.
პროექტი, ღირებულებით – 361 282 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა. პრობლემა, სენაკის მერთან, ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაისვა და მყისიერი რეაგირებაც მოყვა – აღნიშნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.