მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გოგალაის” შემოქმედებითი საღამო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,, გოგალაიმ”, შემოქმედებითი საღამო გამართა.
საღამო კვირაცხოვლობის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულებს მიეძღვნა.
ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ, კვირაცხოვლობის, ღვთისმშობლობისა და ანდრიაობის დღესასწაულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ანსამბლს შემოქმედებითი წინსვლა, შემდგომი წარმატებები უსურვეს.
ანსამბლი „გოგალაი”, 2009 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე ანსამბლმა არაერთ წარმატებას მიაღწია.
,,გოგალაი” მონაწილეობას ღებულობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფოლკლორულ ფესტივალში. ანსამბლი ასევე წარმატებით წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე.
ხელოვნების ცენტრთან არსებულ ანსამბლს ლალი გოგია ხელძღვანელობს.
,,გოგალაის” რეპერტუარში შედის მეგრული, აფხაზური, ლაზური, ქალაქური და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები.
ანსამბლი – ლალი გოგიას, ლანა შამათავას, ცირა ჯოლიას, გოჩა ჯგერენაიას და ბადრი ალანიას შემადგენლობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მასშტაბური საიუბილეო საღამოს გამართვას გეგმავს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2024
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content