მინდა გულითადად მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს: ლიკა კორსავას და ანასტასია ჩარკვიანს, მოპოვებულ გამარჯვება.
სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლეები: ლიკა კორსავა და ანასტასია ჩარკვიანი – პედაგოგი, შორენა ზვიადაძე, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVI რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი”, პირველი ადგილის მფლობელები და ფესტივალ-კონკურსის ლაურეატები გახდნენ.
წარმატებულ სენაკელ მოზარდებს არაერთი მიღწევა და ტიტული აქვთ მოპოვებული:
ლიკა კორსავა არის კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავები“ – III პრემიის მფლობელი და ეროვნული კონკურსის ლაურეატი, ბახის სახელობის მე-7 ეროვნული კონკურსის II პრემიის მფლობელი, ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXX საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ბავშვთა და მოზარდთა XV რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ II ადგილის მფლობელი და ფესტივალის ლაურეატი, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი.
ლიკამ, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში, სადაც პირველი პრემიია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
ანასტასია ჩარკვიანი კონკურს-ფესტივალების მრავალგზის ლაურეატია.
წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭებას ვულოცავ ქალბატონ შორენა ზვიადაძეს.
ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, კიდევ ერთხელ ვულოცავთ მოპოვებულ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი