ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღეებს მიეძღვნა კოსტუმირებული მსვლელობა და კონცერტი – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეების, შემოქმედებითი ჯგუფების, საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით.
პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქოლოგიური მუზეუმში გაიმართა კონცერტი და თეატრალური კომპოზიცია – მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯფუფების მონაწილეობით; მოეწყო ფოტოზონები, სივრცეები, შემეცნებითი ინსტალაციები.
საღამო ჯგუფ ,,ეგარის” კონცერტმა დაასრულა.
ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობისა და ჟიული შარტავას მუზეუმებში, ასევე მოეწყო თემატური გამოფენები.
ფოტო-რეპორტაჟი